ბათუმში გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსის არც ერთს არ დაუდასტურდა

10:53, 16.04.2020

ბათუმში გასულ ღამეს გამოკვლეული 70 პირიდან კორონავირუსის არც ერთს არ დაუდასტურდა.

გამოკვლეულთაგან 15 ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, დანარჩენი ნაწილი კარანტინიდან, ნაწილი ცხელების ცენტრიდან, ნაწილიც კი თვითდინებით მივიდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით მიღებულია 450 კონტაქტი, მათგან 225 უკვე გამოკვლეულია. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით არის 29 დადასტურებული შემთხვევა.

ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ რჩება 30 ინფიცირებული.

მსგავსი