ბათუმში გამოკვლეული 30 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

19:58, 10.04.2020

ბათუმში გამოკვლეული 30 პაციენტიდან დღეს ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

კვლევის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ყველა პაციენტი ბათუმის ცხელების ორი ცენტრიდან და ასევე კარანტინიდან იყო გადაყვანილი.

კვლევის პროცესშია ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული რამდენიმე მოქალაქის სინჯებიც. პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი