ბათუმში გამოკვლეულ 44 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
ბათუმში გამოკვლეულ 44 პირს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

​ბათუმის ცხელების კლინიკებში დღეს დილით მოთავსებულ 44 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

მიზნობრივი კვლევების შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

კლინიკა „მედალფაში“ რჩება ორი ინფიცირებული. მათ ვირუსი მსუბუქი ფორმებით აღენიშნებათ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 21 550-ზე მეტ პირს. კარანტინში რჩება 1 274 ადამიანი, იზოლაციის სივრცეები დატოვა 9 007-მა მოქალაქემ.

დატოვე კომენტარი