ბათუმში ფანებს შორის ინციდენტი მოხდა - „დინამოსა“ და „ლეხის“ დაპირისპირება ტრიბუნაზე და ქუჩაშიც მიმდინარეობდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმში ფანებს შორის ინციდენტი მოხდა - „დინამოსა“ და „ლეხის“ დაპირისპირება ტრიბუნაზე და ქუჩაშიც მიმდინარეობდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ქართული სპორტის ქომაგების“ ცნობით, ბათუმის „დინამოსა“ და პოზნანისლეხის“ განმეორებითი მატჩის დაწყებამდე, მეტოქე გუნდების ფანებს შორის ინციდენტი მოხდა.

ბათუმში „ლეხის“ 40 ფანსა და ქართველ ფანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება იყო. ჩხუბში ბათუმელთა მხარდამჭერები და „ქართული სპორტის ქომაგების” წევრები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბათუმს საქართველოს ჩემპიონის მხარდასაჭერად ესტუმრნენ.

შეტაკება მოულოდნელად დაიწყო, რაც „ლეხის“ ფანების გამაღიზიანებელმა ქცევამ გამოიწვია. პოლონელ ფანებს, ბათუმელი გულშემატკივრები და „ქომაგების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტები თამაშის დროსაც გაგრძელდა, რადგან პოლონელი ფანების ნაწილი გამომწვევად იქცეოდა – ფანებმა მათი ტრიბუნის ქვევით მყოფ ბათუმელ გულშემატკივრებს ლუდი გადაასხეს და ლუდის ქილები ესროლეს, რასაც „ქომაგების“ მიერ გავრცელებული ვიდეო ადასტურებს.

„ქართული სპორტის ქომაგების” გვერდზე მომხდარის მიზეზად პოზნანის კლუბის ფანკლუბის მოსკოვის „სპარტაკის“ ფანებთან მეგობრობა დასახელდა: „ცნობილია რომ პოზნანისლეხის“ და მოსკოვის „სპარტაკის“ ხულიგნური დაჯგუფებები მეგობრობენ. ქართველები პოზნანელებს „გულთბილად“ სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო დავხვდით“.

საბედნიეროდ, ბათუმში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სერიოზულად არავინ დაშავებული, თუმცა ორივე მხარეს მსუბუქად დაშავებულები არიან.