ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს თავში ქვა ჩაარტყეს
ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს თავში ქვა ჩაარტყეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს თავში ქვა ჩაარტყეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში აღმოჩნდა. კონფლიქტი მას არასრულწლოვნებთან მოუვიდა. თვითმხილველების განცხადებით, შელაპარაკების შემდეგ, ბოშა ბავშვებმა მას ქვა ესროლეს.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებული ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.