ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტები გაძარცვეს
ბათუმში ერთ-ერთი კორპუსის ლიფტები გაძარცვეს

ბათუმში, ფიროსმანის N18 ა-ში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტები გაძარცვეს. სახლის ბინადრები ამბობენ, რომ გაძარცვულია კორპუსის სამივე ლიფტი, წაღებულია მოწყობილობები, რომლის გარეშეც ლიფტი ვერ იმუშავებს. მძარცველებმა ასევე ჩამოხსნეს ყველა ვიდეოთვალი.

სახლის ბინადართა ნაწილი შემთხვევას ლიფტების კომპანიის ინტერესებს უკავშირებს.

შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.