ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო ჭურვი იპოვეს
ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში საბრძოლო ჭურვი იპოვეს

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კოროზირებული საბრძოლო ჭურვი იპოვეს.

ადგილზე შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში, რომელშიც ჭურვი აღმოჩნდა, მოხუცი კაცი იმყოფებოდა. საცხოვრებელი სახლის დალაგების მიზნით, მეზობლებმა სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებმაც ჭურვი იპოვეს. თავად, სახლის მეპატრონე მოხუცი კაცი გადაყვანილია გამოკითხვაზე.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი