ბათუმში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ბათუმში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„ვაჟა ექიმი გმირია“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს“,- ამ ლოზუნგებით ბათუმში ექიმები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინადშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„ჩვენ დღესაც და ხვალაც სოლიდარობის ნიშნად შევიკრიბებით, რადგან ექიმი ავადმყოფის სამკურნალოდ გადავიდა ე.წ საზღვარზე. ვაჟა ექიმი ყველა ჩვენგანის ნაცვლად ზის ციხეში, მას ვაწვდით სიგნალს, რომ ნებისმიერი მზად ვართ, ჩავანაცვლოთ იგი ცხინვალის იზოლატორში”, – განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და ტრავმატოლოგმა კახაბერ ქაშიბაძემ.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თვეზე მეტი გავიდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს, მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.