ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა პროტესტი შეწყვიტეს

15:20, 01.05.2019

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმედღიანი პროტესტი შეწყვიტეს. ისინი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ დაიშალნენ.

შეთანხმების მიხედვით, ელექტრომობილები ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში გადაინაცვლებენ და მოძრაობა დელფინარიუმიდან ახალი ბულვარის მიმართულებით შეეძლებათ. ელექტრომობილების მფლობელები შეთავაზებას დათანხმდნენ.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილებითა და კვადროციკლებით გადაადგილება აიკრძალა.

მსგავსი