ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად შესახლებული ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. მშენებლობის პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამ დროისთვის 582 ოჯახისთვის სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. ამავე დროს, დღესვე უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურების დაწყება. როგორც მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე ვაკმაყოფილებთ 582 ოჯახს, თუმცა ეს პროექტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ბოლო ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი, ღირსეული საცხოვრისით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დატოვე კომენტარი