ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში მკვლელობა მოხდა
ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში მკვლელობა მოხდა

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, სადაც თვითნებურად დასახლებული ოჯახები ცხოვრობენ, მკვლელობა მოხდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. მკვლელობა ცივი იარაღით განხორციელდა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

ინციდენტის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი მამაკაცი, რომელუც კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.