ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო
ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზრობაზე ხანძარი იყო. მთლიანად დაიწვა ერთი მაღაზიის რამდენიმე განყოფილება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მაღაზიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის.

როგორც ბაზრობის დირექტორმა, ზვიად მელიქაძემ განაცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

„რამ გამოიწვია ხანძარი, არ ვიცით. ამას გამოძიება დაადგენს. მთლიანად დამწვარია ერთი მაღაზია, თუმცა მოიჯარეებმა საქონლის ნაწილის გამოტანა მოახერხეს. რა თქმა უნდა, მათთვის ზარალი დიდია“, – განაცხადა ზვიად მელიქაძემ.