ბათუმში, ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროზე საფეხმავლო ბილიკების დამონტაჟება დაიწყო
ბათუმში, ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროზე საფეხმავლო ბილიკების დამონტაჟება დაიწყო

ბათუმში, ძველი ბულვარის გასწვრივ სანაპიროზე ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების დამონტაჟება დაიწყო.

ძველი ბათუმის გასწვრივ ჯავახიშვილის ქუჩამდე სულ 11 საფეხმავლო ბილიკი განთავსდება.

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის განცხადებით, გასული წლისგან განსხვავებით, შეიცვალა ბილიკების დიზაინი და უფრო ფერადი გახდა.

„უკვე განლაგებულია შვიდი ბილიკი, მიმდინარეობს ოთხი ბილიკის მონტაჟიც. უყურადღებოდ არ რჩება ახალი ბულვარის სანაპიროც. წელს შარშანდელი, რესტავრირებული ბილიკები განთავსდება, თუმცა მომავალ წელს გათვალისწინებულია მათი ახლით ჩანაცვლებაც“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილემ, სოფო გუჯაბიძემ.

ზღვისპირა პარკში ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად „ბათუმის ბულვარმა“ წელს 128 933 ლარი დახარჯა.