ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

12:40, 04.10.2021

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა თავდადებულის, შავშეთის, აღმაშენებლის ქუჩებზე მცხოვრებლებს.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები. კომპანია „ბათუმის წყლის’“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შვიდი შეტყობინება შევიდა.

ბათუმში მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.

მსგავსი