ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

​ძლიერი წვიმა იყო ბათუმში. კოკისპირული წვიმის შედეგად, ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ე.წ. ჭაობის დასახლება დაიტბორა. ძლიერ წვიმას წინ უძღოდა ხანმოკლე სეტყვა.

შპს „ბათუმის წყლის“ პრესამსახურში აცხადებენ, რომ ყველა ქუჩაზე, სადაც უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა, მათი ჯგუფები იმყოფებიან და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

ამ დროისთვის, ბათუმში წვიმა შესუსტებულია.