ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დღეს კიდევ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე კი წყალი შევიდა 10-მდე საცხოვრებელ სახლში.

ადგილობრივები სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები და წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.