ბათუმში ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა [ფოტო]

23:41, 22.08.2018

ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:00-დან 22:45 საათამდე 12 შეტყობინება შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ძლიერმა ნალექმა რამდენიმე ქუჩისა და საცხოვრებელი სახლის სარდაფის დატბორვა გამოიწვია.

ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

ბათუმის ქუჩებში ნალექი შემცირებულია და წყლის დონემ დაიკლო“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი