ბათუმში დღეს საქართველოს მუფთის ირჩევენ
ბათუმში დღეს საქართველოს მუფთის ირჩევენ

ბათუმში დღეს საქართველოს მუფთის ირჩევენ. არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება და მუფთს ამ ვადით 19 კაციანი მუსლიმთა საბჭო ირჩევს.

მოქმედ მუფთს ბეგლარ ქამაშიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. იგი არჩევნებში აღარ მონაწილეობს.

ჯერ კიდევ მოქმედმა მუფთიმ მუსლიმთა საბჭოს მიმდინარე შეკრება დახურა და მედიის წარმომადგენლებს დარბაზის დატოვება მოსთხოვა. შეკრება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით მუფთის თანამდებობაზე ადამ შანთაძეს აირჩევენ, რომელიც დღემდე მუფთის მოადგილეა.