ბათუმში დღეს გამოკვლეულ 46 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმში დღეს გამოკვლეულ 46 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში დღეს გამოკვლეულ 46 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიის პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ყველა გამოკვლეული „ცხელების ცენტრში“ იმყოფებოდა.

დღეს დილით დადასტურებული ორი შემთხვევის შემდეგ, კლინიკა „მედალფაში“ რჩება 37 ინფიცირებული.

დღე-ღამის განმავლობაში ბათუმში 100-ზე მეტ ანალიზს იკვლევენ. ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ტესტებს დღეიდან ინფექციური საავადმყოფოც გამოიკვლევს. ორივე ლაბორატორია 24 საათში სამასზე მეტი პირის გამოკვლევას შეძლებს.