ბათუმში დღეს 180 მოქალაქის ტესტის პასუხს ელოდებიან
ბათუმში დღეს 180 მოქალაქის ტესტის პასუხს ელოდებიან

ბათუმში დღეს ახალ კორონავირუსზე 180 მოქალაქის ტესტის პასუხს ელოდებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევების შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

უწყების სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა და დღემდე დადასტურებულია სულ 71 შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 33 და გარდაიცვალა ერთი ინფიცირებული.

ამ დროისთვის რეგიონში კარანტინის სივრცეში რჩება 1 462 მოქალაქე. ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იზოლაციის ვადა ამოეწურათ სოფლების –  ლეღვას, გვარას, მუხაესტატეს მცხოვრებლებს. ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე კი, იზოლაციაში რჩება 16 ადამიანი.