ბათუმში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სანაპიროზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო
ბათუმში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სანაპიროზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო

დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკას ადგილობრივებთან ერთად უამრავი ტურისტი ათვალიერებს.

12:00 საათზე ერთმანეთის პარალელურად გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალი, გამოფენები, ლიტერატურული წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.

სანაპიროზე გამოფენილია ასევე საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ტექნიკა და აღჭურვილობა.

ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეები 13 ქვეყნიდან, ფოლკლორული ჯგუფები მსვლელობას ეროვნულ ტანსაცმელში მოაწყობენ.

18:00 საათზე დაიწყება გალა-კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.