ბათუმში დახოცილ ძაღლებს ნაგავსაყრელზე ყრიან
ბათუმში დახოცილ ძაღლებს ნაგავსაყრელზე ყრიან

ბათუმში მცხოვრებმა მოქალაქემ ჟურნალისტებს მიაწოდა ვიდეო, რომელზეც პოლიეთილენში გახვეული და ნაგავსაყრელზე დაყრილი ძაღლები ჩანს. მოქალაქის მტკიცებით, კადრები ბათუმის ნაგავსაყრელზეა გადაღებული.

ვიდეოკადრების ავტორი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს. ის ამტკიცებს, რომ ვიდეო თავად გადაიღო და ნაგავსაყრელზე თავად ნახა დახოცილი ძაღლები.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უპატრონო ძაღლებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სევერი“ ზრუნავს, რომელიც მხოლოდ გარდაცვალების შემთხვევაში მარხავს ცხოველებს და დახოცვის ფაქტი გამორიცხულია.

პირველი არხი ვიდეომასალას შეგნებულად არ ავრცელებს.