ბათუმში დაკარგული არასრულწლოვანი მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში დაკარგული არასრულწლოვანი მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვნის ცხედარი ზღვაში იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი. ადგილზე მუშაობდა ორი სკუტერი და ორი ნავი. მობილიზებული იყო დრონი. ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

„არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალში“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.