ბათუმში დაჭრილი პოლიციელი თორნიკე რიჟვაძემ და ზაალ მიქელაძემ საავადმყოფოში მოინახულეს
ბათუმში დაჭრილი პოლიციელი თორნიკე რიჟვაძემ და ზაალ მიქელაძემ საავადმყოფოში მოინახულეს

ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ საავადმყოფოში მოინახულეს.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმოკლეს დროში კლინიკიდან გაეწეროს.

„მადლობას ვუხდი რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საზოგადოებას, რომელმაც პირველივე წუთებიდან პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეინარჩუნა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ყველაფერი გაკეთდება, რომ ჯანმრთელი და უვნებელი გაეწეროს კლინიკიდან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

დაჭრილი პოლიციელი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.