ბათუმში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ბათუმში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით შვიდჯერ ესროლეს. მას სამი ტყვია ფეხში, ერთი კი ხელის მტევანზე მოხვდა. მას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.