ბათუმში, ცხელების ცენტრების 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18:26, 07.05.2020

ბათუმის ცხელების ცენტრებში დღეს დილით ჰოსპიტალიზებული 30 მოქალაქიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიაში გაგზავნილი 30-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.

ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევის შედეგები. დღე-ღამის განმავლობაში ბათუმში სამასამდე პირს იკვლევენ.

აჭარაში კორონავირუსზე ტესტირება სულ 5 200-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.

მსგავსი