ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელმძღვანელობას შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ
ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელმძღვანელობას შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ

თურქულ კომპანია „ფოლადიოლს“, რომელიც ბათუმში ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და შრომითი პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ობიექტების დაცვის 20-მდე თანამშრომელი აცხადებს, რომ ხუთი თვეა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. მათი განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ობიექტებს იცავენ და ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულ პირობებს კომპანია არ ასრულებს. დაცვის თანამშრომლების თქმით, ცხრა საათის ნაცვლად 14 საათის განმავლობაში უწევთ მუშაობა და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ.

ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. თურქული კომპანიის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს.