ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცენტრალურ ქუჩაზე მობილიზებულია დიდი რაოდენობის პოლიცია.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი.

თვითმხილველების ცნობით, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი, რომელმაც აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა ის ცივი იარაღით დაჭრა.

შს სამინისტროს თანამშრომლები და უწყების პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ.