ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო დღე აღინიშნა
ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო დღე აღინიშნა

ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიების პარალელურად,  ბულვარის კოლონადებთან ჭადრაკის ერთობლივი თამაშის სეანსიც მოეწყო.

პარალელურად მიმდინარეობს მზადება მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადისთვის, რომელსაც ბათუმი სექტემბერში უმასპინძლებს.

„ჩვენ უკვე გადავდივართ მზადების ყოველდღიურ რეჟიმში და ამგვარი ღონისძიებებით გვინდა შემოვიტანოთ ჩვენს ქალაქსა და რეგიონში საჭადრაკო მუხტი. სექტემბერში მსოფლიო საჭადრაკო საზოგადოების ცენტრში მოექცევა ბათუმი. 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა რეგიონისთვის. 189 ქვეყნის 4 ათასამდე მონაწილე ჩამოვა ბათუმში და ოლიმპიადის მიმდინარეობას თვალს მიადევნებს 15 მილიონი ონლაინ მაყურებელი“, – განაცხადა პირველ არხთან ფიდე-ს კონსულტანტმა სოფო ბაკურიძემ.