ბათუმში, ჭაჭის კოშკთან ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა ხეები დარგეს

10:43, 24.08.2018

ბათუმში, ჭაჭის კოშკთან ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა ხეები დარგეს. ქალაქის გამწვანების აქციაში ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაერთნენ.

ამერიკელი მეზღვაურები სამხედრო ხომალდ USS Carney-ის ეკიპაჟის წევრები არიან. გემი ბათუმის ნავსადგურში გუშინ იტალიურ სამხედრო-საწვრთნელ გემთან ერთად შევიდა.

ვიზიტი ეძღვნება შეერთებული შტატების კავშირების გამყარებას ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და მუშაობს ერთიანი მიზნის – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისთვის.

USS Carney ჩაატარებს ერთობლივ წვრთნებს სანაპირო დაცვასთან ერთად და მოაწყობს ტურს გემზე შერჩეულ ჯგუფებთან.

მსგავსი