ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება
ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება

ბათუმში დღეს CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა) მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნება.

ღონისძიებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე გახსნიან.

ორდღიან ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ენუქიძე და გიორგი ჩიქოვანი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ჩიქოვანი მოხსენებით წარდგება პანელზე, რომელიც შეეხება მაღალ ტექნოლოგიებს ჰიდროენერგეტიკაში.

ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება.

CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი დღეს, 10:00 საათზე ბათუმში, სასტუმროში „შერატონში“ გაიხსნება და ხვალ დასრულდება.