ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა
ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა

ბათუმში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა.

ფორუმზე განიხილება ჰიდროენერგეტიკის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გათვალისწინებით, ინოვაციური ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიის, მათ შორის, მზის ენერგიის გამოყენების საერთაშორისო პრაქტიკა, დონორი ორგანიზაციების ჩართვა ენერგეტიკის სფეროში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ფორუმში მონაწილეობენ „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (СAREC) წევრი 11 ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული კომპანიები და დონორი ორგანიზაციები (World Bank,USAID, EBRD, KFW e.t.c).

„ფორუმზე განიხილეს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისად, ვცდილობთ საქართველოშიც იგივე პრაქტიკა დავნერგოთ. გავამახვილეთ ყურადღება მზის პანელებზე, რომელიც ჩვენი მაღალმთიანი რეგიონებისთვის ეფექტური იქნება. ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად მუშაობს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.

ფორუმი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება.

CAREC-ის მესამე ენერგეტიკული საინვესტიციო ფორუმი დღეს სასტუმროში „შერატონში“ გაიხსნა და ხვალ დასრულდება.