ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში 50-მდე ოჯახი, მათ შორის ეკომიგრანტები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობენ
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში 50-მდე ოჯახი, მათ შორის ეკომიგრანტები ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს,- ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მისი ინფორმაციით, შენობას სამართალდამცველები იცავენ და შეკრებილებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია, საკუთარი საცხოვრებელი არ აქვთ, ბინის ქირის გადახდას კი ვერ ახერხებენ.
როგორც ეკომიგრატები ამბობენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყვნენ ჩასახლებული, თუმცა პირობების უქონლობის გამო უკან, მშობლიურ კუთხეში დაბრუნდნენ.
„წლებია თავშესაფრის გარეშე ვარ, ოთხი მცირეწლოვანი შვილით ნაქირავებში როდემდე ვიყო, რამდენიმე წელია, უშედეგოდ ვითხოვ ხელისუფლებისგან დახმარებას. სადმე აუცილებლად შევალთ, ჩვენც გვაქვს ცხოვრების უფლება, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
დღეს შეკრებილმა ოჯახებმა ერთი თვის წინ იგივე შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა უკანვე გამოასახლეს.