ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
სამი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში. მეჯინისწყლის დასახლებაში ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
სამივე დაშავებული კლინიკებში გადაიყვანეს.
ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. კიდევ ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი კი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.