ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ოთხი ადამიანი დაშავდა ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანა მხოლოდ სამ ადამიანს დასჭირდა. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.