ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითად მოსიარულე დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქვეითად მოსიარულე დაშავდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს შეეჯახა. 30 წლამდე ქალი კლინიკა „მედინაში“ მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მოგვიანებით კი, საავადმყოფოში მამაკაცი ახლობლებმა მიიყვანეს.

„ჩვენმა ბრიგადამ საავადმყოფოში 30 წლამდე ქალი გადაიყვანა. იგი კონტაქტური იყო, თუმცა მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დატოვე კომენტარი