ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანი დაშავდა

ორი არასრულწლოვანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში. რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა 14 და 15 წლის გოგონებს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოგონებს პირველადი დათვალიერებით დაზიანება თავის არეში აქვთ მიყენებული. ისინი გამოკვლევაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც დადგინდება დაზიანების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.