ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა. როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მცირეწლოვანი მოულოდნელად მოძრავ მანქანას შეუვარდა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ბავშვი მშობლებმა კლინიკა „ინტერმედიკაში” გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, მცირეწლოვანი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.