ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ბათუმში გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. ის საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგინდა მძღოლის ვინაობა და ადგილსამყოფელიც, თუმცა ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის, რადგან გამოძიება ჯერ ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.