ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 81 წლის ქალი დაიღუპა

13:32, 03.02.2020

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 81 წლის ქალი დაიღუპა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა, შემთხვევა კი, დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფაქტი დაადასტურეს ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახურში.

„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა“, – განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, შოთა თოდაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი