ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის გოგო დაიღუპა.

მოზარდს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა მამასთან და ძმასთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვე კომენტარი