ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, რა დროსაც, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფს 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.