ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [ფოტო]

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა Mercedes-ის მარკის სატვირთო მარშრუტკას დაეჯახა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების არარსებობის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვები ხშირად ხდება. ადგილობრივები სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.