ბათუმში ავტომობილი გაქურდეს
ბათუმში ავტომობილი გაქურდეს

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის 15 ნომერში, ავტოსადგომზე ავტომობილი გაქურდეს.

შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი სავარაუდოდ მოზარდებმა გაქურდეს.

ავტომობილის მფლობელის თქმით, წაღებულია ორი საფულე გარკვეული თანხით და საბუთები, მათ შორის, მართვის მოწმობა. ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზაფხულის სეზონის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე ავტომობილის ქურდობის მეორე შემთხვევაა.

დატოვე კომენტარი