ბათუმში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ბათუმში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი გარკვეული დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათივე თქმით, პაციენტს მძიმე ტრავმა არ აღენიშნებოდა და ის კონტაქტური იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.