ბათუმში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა 

22:12, 10.03.2018

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედათა და ბავშვთა ცენტრში შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანა.

ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

მსგავსი