ბათუმში ავტოავარიისას ექვსი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოავარიისას ექვსი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ავტოავარიისას ექვსი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

როგორც პირველ არხის ჟურნალისტი იუწყება, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.