ბათუმში ავტოავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა
ბათუმში ავტოავარიისას დაშავებულთაგან ერთი გარდაიცვალა

ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი დღეს დილით გარდაიცვალა.

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი