ბათუმში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ბათუმში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმედ.

კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.