ბათუმში ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა

00:01, 22.09.2018

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.

დაშავებულები – ორი ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი